ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“SWIFT-დან გათიშვის საკითხი იქნება შერჩევითი და ეს პირდაპირ იქნება მიმართული “ქართუ ბანკისკენ.” ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს სხვა ბანკებს შეეხოს” – რომან გოცირიძე

9 ივლისს, ევროპარლამენტმა საქართველოს შესახებ კრიტიკული რეზოლუცია 490 ხმით დაამტკიცა. რეზოლუციაში სხვა პუნტქებთან ერთად, საუბარია, რომ ევროკავშირის წევრმა ქვეყნებმა, სანქციების გარდა, განიხილოს დამატებითი შემზღუდავი ნორმები, როგორიცაა SWIFT-დან (უდიდესი საერთაშორისო საბანკო ანგარიშსწორების სისტემიდან) გათიშვა.

აღნიშნულ თემაზე “მეტრონომი” პოლიტიკოს რომან გოცირიძეს დაუკავშირდა.

როგორც რომან გოცირიძემ აღნიშნა, SWIFT-დან გათიშვის საკითხი იქნება შერჩევითი და ეს პირდაპირ იქნება მიმართული “ქართუ ბანკისკენ”.

“SWIFT-ის თემაზე არის რეკომენდაციები გაცემული. 15 ივლისს ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტები შეიკრიბებიან და სხვა თემებთან ერთად, ეს თემაც იქნება განხილული. მოსალოდნელია, რომ ივანიშვილისადმი სანქციები კიდევ უფრო გამკაცრდეს.

მგონია, რომ SWIFT-დან გათიშვის საკითხი იქნება შერჩევითი. ეს პირდაპირ მიმართული იქნება “ქართუ ბანკისკენ” და სავარაუდოა, რომ ამაში მოიაზრებოდეს “ლიბერი ბანკიც.”

როგორც იცით, SWIFT-ი ბელგიის საკუთრებაა და ემორჩილება ევროკავშირის გადაწყვეტილებებს.

ნაკლებად სავარაუდოა, რომ ეს საქართველოს ყველა საბანკო სისტემას შეეხოს.” – განაცხადა რომან გოცირიძემ.

იტვირთბა....