ადვოკატ რუბენ მელიქიანზე დაყრდნობით, სომხური მედია ავრცელებს ინფორმაციას, რომლის მიხედვითაც, სომხეთში ვაჰაგნ ჩახალიანი დააკავეს.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, ჩახალიანი ინიციატივა „კამკის“ ლიდერია და აქტიურად მონაწილეობს ოპოზიციურ საქმიანობაში.
ვაჰაგნ ჩახალიანი საქართველოში მოძრაობა „ჯავახკის“ ლიდერი იყო.
ის 2009 წელს დააკავეს და მასობრივ არეულობებში თანამონაწილეობის, იარაღის ტარება-შენახვა-შეძენისა და ხულიგნობის მუხლით 10-წლიანი პატიმრობა მიუსაჯეს.
ჩახალიანმა საპატიმრო 2013 წელს, ამნისტიით დატოვა.