„ქართული ოცნების“ გადაწყვეტილებით, „გახარია საქართველოსთვის“ წევრებს სადეპუტატო უფლებამოსილება შეუწყდათ.
შეგახსენებთ, აღნიშნულ პარტიას საპარლამენტო სია არ ჩაუხსნია.
შესაბამისად, მისი 12 წევრი – გიორგი გახარია, თეონა აქუბარდია, ანა ბუჩუკური, ლევან გოგიჩაიშვილი, ზაზა თავაძე, ბექა ლილუაშვილი, ნათია მეზვრიშვილი, ბერდია სიჭინავა, კახაბერ ქემოკლიძე, როინ ქოჩორაშვილი, დიმიტრი ცქიტიშვილი, ზვიად ძიძიგური – დღემდე პარლამენტის დეპუტატად ითვლებოდა.
როგორც „ქართულმა ოცნებამ“ აღნიშნა, ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების მიღების საფუძველი „საქართველოს პარლამენტის სხდომების არასაპატიო მიზეზით გაცდენა გახდა.“

