ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დიპლომატიურ პასპორტებზე შეზღუდვა მოქმედებს, ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში” – ირაკლი კობახიძე

ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა, რომ ევროპის ერთ-ერთ ქვეყანაში ჩასასვლელად ვიზის აღება დასჭირდა.

კობახიძის თქმით, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება.

„ეს შეზღუდვები დიპლომატიურ პასპორტებთან დაკავშირებით, როგორც მოგეხსენებათ, მოქმედებს ევროკავშირის საერთო გადაწყვეტილებით. ჩვენ ჩვეულებრივად ვიღებთ ვიზებს. ვიზით ვიყავი წასული ერთ-ერთ ქვეყანაში, არანაირი პრობლემა აქ, რა თქმა უნდა, არ არის. ბუნებრივია, ეს არის აბსოლუტურად სამარცხვინო გადაწყვეტილება, თუმცა ეს არის მათი უფლება და მზად ვართ ვიმოქმედოთ ამ გადაწყვეტილების შესაბამისად“, – თქვა ირაკლი კობახიძემ.

კობახიძეს არ დაუკონკრეტებია, ევროპის რომელ ქვეყანაში ჩასასვლელად დასჭირდა ვიზის აღება.

ცნობისთვის, „ქართული ოცნების“ მთავრობის წევრებისთვის ევროკავშირში დაწესებული სანქცია, რომელიც დიპლომატიური პასპორტის მქონე ადამიანებისთვის ვიზის აღებას ითვალისწინებს, უკვე ამოქმედდა.

იტვირთბა....