ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

“გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“ – სალომე ზურაბიშვილი

გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ – ამის შესახებ საქართველოს მეხუთე პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტთან მიმდინარე საპროტესტო აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

“რეჟიმი ვერ იმარჯვებს – ეს ხომ ჩანს თქვენი აქ დგომით, ყველას აქ დგომით. ჩვენი პასუხი მათ ქმედებებზე სწორედ ერთია – ეს არის ერთობა, სხვა პასუხი ვერც გვექნება. ვიღაცებს უნდათ გაუთავებლად მთხოვონ არარსებული გეგმა. გეგმა არის ერთობა. გეგმა ხვალ, ზეგ იქნება ერთობა, სანამ ჩვენ შედეგს არ მივაღწევთ“ – განაცხადა ზურაბიშვილმა.

იტვირთბა....