ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“დღეს “ლელო-ძლიერი საქართველოს” ოფისი არის პოლიტიკური ცენტრი” – როგორ აფასებენ პარტია “ლელოში” ლიდერების დაკავებას

“მეტრონომი” “ლელო – ძლიერი საქართველოს” წევრს, ვაჟა დარჩიას ესაუბრა მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის დაკავებასთან დაკავშირებით.

ვაჟა დარჩიას თქმით,  გადაწყვეტილება, რაც ზურა ჯაფარიძეზე იქნა მიღებული, ცხადი იყო, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც დაემუქრებოდათ.

მისივე თქმით, ამ გადაწყვეტილებამ უფრო დიდი მუხტი შექმნა და კვლავ აგრძელებენ ბრძოლას მთავარი მიზნის მიღწევამდე.

ის გადაწყვეტილება, რაც ზურა ჯაფარიძეზე იქნა მიღებული, ცხადი იყო, რომ სხვა პოლიტიკურ ლიდერებსაც დაემუქრებოდათ, ამის  მოლოდინი რა თქმა უნდა არსებობდა.
თვითმმართველობის არჩევნებთან  დაკავშირებით ისმოდა სხვადასხვა არგუმენტები, იყო კონსპირაციული თეორიები, თუმცა ხომ ვხედავთ რომ ეს რეჟიმი ეხება ყველას და მისი მიზანია პოლიტიკური პატიმრების გაზრდა და ყველა ოპოზიციური ლიდერის დაკავება და ამ ფორმით ოპოზიციის დისკრედიტაცია, თუმცა ახლა ჩვენი ოფისი არის პილიტიკური ცენტრი.

“ოცნება” ფიქრობდა, რომ ეს მათ სასარგებლოდ უნდა ყოფილიყო, თუმცა ყველა პოლიტიკოსი და არა მარტო, “ლელო”-ს ოფისშია, შესაბამისად, ამით დამტკიცდა ჩვენი მთავარი მესიჯი, რომ გამოსავალი არის 
ერთიანობა.

ერთიანობაა, რამაც შეიძლება მოიტანოს შედეგი, რაც არის ამათი დამარცხება.
განწყობა არის საბრძოლო და მეტად მაღლებული. ჩვენ გავაგრძელებთ ბრძოლას ნებისმიერი ფორატით, ნებისმიერ სიტუაციაში, – აღნიშნა ვაჟა დარჩიამ.

იტვირთბა....