„ლელო ძლიერი საქართველოს“ ლიდერი, მამუკა ხაზარაძე სასამართლომ პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიის მოთხოვნის შეუსრულებლობის ფაქტზე დამნაშავედ ცნო.
მოსამართლემ მას 8 თვით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. გარდა ამისა, აკერძალა თანამდებობის დაკავება 2 წლის ვადით.
მამუკა ხაზარაძე სასამართლო პროცესს არ დასწრებია.
ცნობისთვის, მამუკა ხაზარაძე საქართველოს პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიაზე ახსნა-განმარტების მისაცემად დაიბარეს, სადაც ის არ გამოცხადდა, რის შემდეგაც მას აღკვეთის ღონისძიების სახით 50 000-ლარიანი გირაო შეეფარდა, რაც მან გადაიხადა.
ხაზარაძე გარკვეული პერიოდის შემდეგ, ხელმეორედ დაიბარეს კომისიაზე, თუმცა მან მისვლაზე უარი განაცხადა.

