ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა – აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ისრაელის თავდაცვის ძალები ავრცელებს.
“საჰაერო ძალები მოქმედებენ მოსაგერიებლად და, საჭიროების შემთხვევაში, დარტყმების განსახორციელებლად, საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“ – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდა, დაცულ სივრცეებთან ახლოს დარჩნენ.