ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა საზოგადოება

„ისრაელმა დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“, ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს“ – ბენიამინ ნეთანიაჰუ

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ცნობით, ისრაელმა ირანის წინააღმდეგ დაიწყო ოპერაცია „აღმავალი ლომი“.

„ის, რასაც დღეს ვაკეთებთ, ისრაელისა და ყველა ერის ისტორიაში ჩაიწერება, როგორც სიკეთის ბოროტებაზე ბრძოლა სინათლის სიბნელეზე გამარჯვებისთვის. ჩვენი მამაცი პილოტები ირანის მასშტაბით უამრავ სამიზნეს ესხმიან თავს“, – განაცხადა ნეთანიაჰუმ.

მისი თქმით, ოპერაციის მიზანია „ირანის ბირთვულ ინფრასტრუქტურაზე, ირანის ბალისტიკური რაკეტების ქარხნებსა და ირანის სამხედრო შესაძლებლობებზე დარტყმა“.

ნეთანიაჰუმ ასევე ხაზი გაუსვა, რომ ირანმა ბოლო თვეებში უპრეცედენტო ნაბიჯები გადადგა ბირთვული იარაღის შექმნისკენ.

„ამ ნაბიჯებმა ირანი მოკლე დროში ბირთვული იარაღის შექმნასთან უფრო ახლოს მიიყვანა. ჩვენ არ შეგვიძლია, რომ ეს საფრთხეები მომავალ თაობას დავუტოვოთ. რადგან თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, სხვა თაობა აღარ იარსებებს. თუ ახლა არ ვიმოქმედებთ, უბრალოდ აქ აღარ ვიქნებით. ჩვენ ისტორიის გაკვეთილები გავითავისეთ. როდესაც მტერი ამბობს, რომ შენს განადგურებას აპირებს, დაუჯერე მას. როდესაც მტერი შენი განადგურების შესაძლებლობებს განავითარებს, შეაჩერე იგი“, – განაცხადა ისრაელის პრემიერმა.

იტვირთბა....