ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება” – ჰერჩინსკი

გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ევროკავშირის წევრი გახდება, – ამის შესახებ ევროკავშირის ელჩმა საქართველოში, პაველ ჰერჩინსკიმ განაცხადა.

“საქართველო ევროკავშირის წევრობის კანდიდატი ქვეყანაა და ჩვენ გულწრფელად ვიმედოვნებთ, რომ ერთ დღეს საქართველო ერთი-ერთი ჩვენგანი, ევროკავშირის წევრი გახდება. ამდენად, ქართველი მეცნიერებისა და მკვლევარების ხმა უაღრესად მნიშვნელოვანი იქნება მიმდინარე დებატებში იმის შესახებ, თუ როგორი ადაპტაცია უნდა მოახდინოს ევროპამ საერთაშორისო კონტექსტში. ამ ორდღიან მნიშვნელოვან აზრთა გაცვლას მოუთმენლად ველი და მიხარია, რომ ჩემი წვლილის შეტანა შემიძლია“, – თქვა ჰერჩინსკიმ.

იტვირთბა....