ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი, სულ მცირე, შეწყვიტოს – ჩვენ ამას ვგრძნობთ” – ზელენსკი

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ იმ მომენტთან, როდესაც რუსეთი შეიძლება იძულებული გახდეს, დაასრულოს ომი, სულ მცირე, შეწყვიტოს – ჩვენ ამას ვგრძნობთ – ამის შესახებ ინფორმაციას უკრაინული მედია ABC News-თან უკრაინის პრეზიდენტის ვოლოდიმირ ზელენსკის ინტერვიუზე დაყრდნობით ავრცელებს.

“ჩვენი ოპერაცია „ობობას ქსელი“… მიუხედავად იმისა, რომ ისინი [რუსები] განრისხებულები არიან, მათ ყველაფერი ესმით – რომ თუ იქნება ისეთი შემთხვევები, როგორიცაა 20 000 რაკეტის გაშვება, მაშინ ჩვენ საკუთარ ძალას დავეყრდნობით… ჩვენ არ გვინდა, რომ ომი გაგრძელდეს, მაგრამ ჩვენ თვითონ ვიბრძოლებთ, თუ ეს ერთადერთი გამოსავალია.

ჩვენ ძალიან ახლოს ვართ. ჩვენ გვჭირდება შეერთებული შტატების ძლიერი მხარდაჭერა. აშშ-ს სჭირდება ერთიანობა ევროპასთან და მაინც სჭირდება პუტინზე ზეწოლა. მას არ სურს ომის დასრულება, მაგრამ მას შეუძლია დაასრულოს ომი პარტნიორების ზეწოლით. ჩემი აზრით, ეს გვაძლევს შანსს. და ეს საერთოდ არ ჟღერს პესიმისტურად – მე ვსაუბრობ რეალობაზე“ – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....