ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

“პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს” – პესკოვი

კრემლის პრესსპიკერმა, დმიტრი პესკოვმა ბრიფინგზე საუბრისას განაცხადა, რომ ტრამპსა და პუტინს შორის საუბარი შედგა.

პესკოვის თქმით, პუტინმა დონალდ ტრამპს განუცხადა, რომ რუსეთი აეროდრომებზე თავდასხმისთვის უკრაინას პასუხს გასცემს.

ჟურნალისტის კითხვას, დონალდ ტრამპთან საუბარში ნამდვილად თქვა თუ არ ვლადიმერ პუტინმა, რომ რუსეთი უკრაინას ოპერაცია „ობობას ქსელის“ გამო პასუხს გასცემდა, პესკოვმა თქვა, რომ ეს აბსოლუტური სიმართლეა.

დიახ, ეს სიმართლეა. საუბარი კონსტუქციული იყო და მის ხანგრძლივობაზე ყურადღების გამახვილებას აზრი არ აქვს, რადგან ზოგჯერ მოკლე დროში ბევრი მნიშვნელოვანი რამის თქმა შეიძლება“, – განაცხადა პესკოვმა.

იტვირთბა....