BBC-ის ცნობით, ხუთშაბათს ნიგერიის ქალაქ მოკვაში მომხდარი წყალდიდობის შედეგად, დაღუპულთა ოფიციალური რიცხვი 200-მდე გაიზარდა.
500 ადამიანი კვლავ უგზო-უკვლოდ დაკარგულად ითვლება.
ადგილობრივმა ოფიციალურმა წარმომადგენელმა, მუსა კიმბოკუმ BBC-ს განუცხადა, რომ სამაშველო სამუშაოები შეჩერდა, რადგან ხელისუფლებას აღარ სჯეროდა, რომ ვინმეს ცოცხალს იპოვის.
ხელისუფლება მალე დაიწყებს მიწისქვეშ დამარხული გვამების გათხრას, რათა თავიდან აიცილონ დაავადება ამ მხარეში.
წყალდიდობა, 60 წლის განმავლობაში ნიგერიის ამ მხარეში ყველაზე მასშტაბური იყო, ძლიერმა წვიმამ გამოიწვია.

