ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა

გამოცემა Reuters-ის ინფორმაციით, აშშ-ის ფედერალურმა სასამართლომ დონალდ ტრამპის მიერ დაწესებული ტარიფების ამოქმედება დაბლოკა.

აღნიშნული გადაწყვეტილება გუშინ, 28 მაისს, მანჰეტენის ფედერალურმა სასამართლომ დაბლოკა.

უწყების განმარტებით, პრეზიდენტმა უფლებამოსილებას გადაამეტა და ტარიფები უნდა დაიბლოკოს.

ამ გადაწყვეტილებასთან დაკავშირებით, ტრამპის ადმინისტრაციამ საჩივარი სააპელაციო სასამართლოში შეიტანა.

შეგახსენებთ, ტრამპმა ზოგიერთი ქვეყნიდან, მათ შორის ჩინეთიდან და ევროკავშირის სახელმწიფოებიდან, იმპორტირებული ზოგიერთი პროდუქციისთვის საბაჟო გადასახადების დაწესება 2025 წლის თებერვლიდან დაიწყო, 2 აპრილს კი გამოაცხადა, რომ მსოფლიოს თითქმის ყველა სახელმწიფოს უწესებს სხვადასხვა მოცულობის ტარიფს (10%-დან 50%-მდე).

მისივე თქმით, აშშ-ს 50 წელიწადზე მეტხანს ძარცვავდნენ, ამიტომ ეს არის „გათავისუფლების დღე” და „ამერიკული ეკონომიკის დამოუკიდებლობის დეკლარაცია”.

მოგვიანებით ტრამპმა, მაგალითად, ჩინეთს ტარიფები 145%-მდე გაუზარდა

იტვირთბა....