„კოალიცია ცვლილებებისთვის“ ლიდერის, ნიკა მელიას ცნობით, პროკურატურამ ხვალინდელი სასამართლო პროცესის გადადება მოითხოვა.
როგორც მელია ვიდეომიმართვაში ამბობს, პროკურორებმა გადადების მოტივად ტრენინგზე დასწრება მიუთითეს.
შეგახსენებთ, მელიამ საგამოძიებო კომისიაზე გამოუცხადებლობის გამო დაკისრებული გირაოს გადახდაზე უარი თქვა.
29 მაისს სასამართლოს მისთვის აღკვეთის ღონისძიების შეცვლის საკითხზე უნდა იმსჯელოს.
რამდენიმე დღის წინ მელიამ თქვა, რომ სასამართლო პროცესს არ დაესწრება.
მელიას მიერ გავრცელებული სრული ვიდეო იხილეთ ბმულზე.

