ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა უკრაინის ომი

“სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად” – ზელენსკი

სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ განაცხადა.

ზელენსკის თქმით, საჭიროა, რომ გაძლიერდეს ზეწოლა რუსეთის მისამართით.

“სამწუხაროდ, რუსები არ იძლევიან სიგნალებს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ და ჯერ არ არიან მზად ომის დასასრულებლად. ასე რომ, ყველა სახის ზეწოლა, მთელი ჩვენი მუშაობა პარტნიორებთან რუსეთზე ზეწოლის მიზნით აბსოლუტურად აუცილებელია. ზეწოლა ბრძოლის ველზე, ზეწოლა ეკონომიკაზე და სწორედ ამიტომ – სანქციები. ზეწოლა პოლიტიკაში. მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, ვინც მხარს უჭერს უკრაინას”. – აცხადებს ზელენსკი.

იტვირთბა....