“ოცნების” პრემიერი ტირანაში, ევროპული პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში სერბეთის პრორუს პრეზიდენტს, ალექსანდრ ვუჩიჩს შეხვდა.
“მხარეებმა სხვადასხვა მიმართულებით ორმხრივი თანამშრომლობის შემდგომ გაღრმავებაზე, ორი ქვეყნისა და ევროპის წინაშე არსებულ გამოწვევებზე ისაუბრეს.
შეხვედრისას ყურადღება გამახვილდა სამართლიანი დამოკიდებულების მნიშვნელობაზე, რაც წესებზე დაფუძნებული წესრიგის უმთავრეს წინაპირობას წარმოადგენს.” ნათქვამია კობახიძის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, ვუჩიჩი 9 მაისს მოსკოვში, პუტინის აღლუმს ესწრებოდა.

