ვლადიმერ პუტინმა, 15 მაისს, უკრაინასთან მოლაპარაკებისთვის რუსეთის დელეგაციის წევრები დაასახელა.
კრემლის მიერ გავრცელებული დოკუმენტის თანახმად, დელეგაციას უხელმძღვანელებს პრეზიდენტის თანაშემწე, ვლადიმირ მედინსკი.
რუსეთის დელეგაციას ასევე წარმოადგენენ საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე, მიხაილ გალუზინი, რუსეთის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის მთავარი სამმართველოს უფროსი, იგორ კოსტიუკოვი,თავდაცვის მინისტრის მოადგილე, ალექსანდერ ფომინი.
უცხოური მედიის ინფორმაციით, ტრამპი სტამბოლში პოტენციური მოლაპარაკებებისთვის სპეციალურ წარმომადგენლებს, სტივ უიტკოფსა და კით კელოგს, გაგზავნის. გარდა ამისა, ტრამპის თქმით, მოლაპარაკებებს სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც დაესწრება.
შეგახსენებთ,რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რომელსაც მხარს უჭერს როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი.
ზელენსკის ინიციატივას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თურქეთში სალაპარაკოდ იწვევდა, თუმცა ყველანაირი წინაპირობების გარეშე. ზელენკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ 15 მაისს, თურქეთში, ის პირადად დაელოდება პუტინს.

