ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

„ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე“ – ლევან ცუცქირიძე

„თავისუფლების მოედნის“ თავმჯდომარემ, ლევან ცუცქირიძე, თანამებრძოლებთან ერთად, ბრიფინგი ჩაატარა.

ცუცქირიძის თქმით, ბოლო ორ თვეში, „ოცნებამ“ ორჯერ უთხრა უარი პარტიის რეგისტრაციაზე.

„ბოლო ორი თვის განმავლობაში „ქართულმა ოცნებამ“ ორჯერ გვითხრა უარი „თავისუფლების მოედნის“ რეგისტრაციაზე. ეს მიუთითებს, რომ „ქართულ ოცნებას“, რეალურად, ეშინია პრინციპულად ახალი პოლიტიკური პარტიების და იმ ახალი ადამიანების, რომლებიც პოლიტიკაში სუფთა წარსულით მოდიან; რომლებიც არიან თავისი საქმის მცოდნეები, პროფესიონალები; და რომლებიც არიან მზად, აიღონ საკუთარ თავზე პოლიტიკური პასუხისმგებლობა. ჩვენ არ ვეკუთვნით და არ ვართ დაკავშირებული არცერთ სახელისუფლებო გუნდთან. მოვდივართ სუფთა წარსულით და გვინდა, ამ ქვეყანაში შეიცვალოს არა მხოლოდ ის, თუ ვინ მართავს ქვეყანას, არამედ ასევე ის, თუ როგორ იმართება ეს ქვეყანა, როგორ კეთდება პოლიტიკა, შევცვალოთ, გავაუმჯობესოთ ის, თუ როგორ იმართება საერთოდ სახელმწიფო ამ ქვეყანაში“, – განაცხადა ცუცქირიძემ.

იტვირთბა....