ევროკავშირი რუსეთის წინააღმდეგ სანქციების მე-17 პაკეტის დამტკიცების შესახებ შეთანხმდა, – ინფორმაციას უკრაინული მედია ავრცელებს.
მედიის ცნობით, სანქციები მიმართულია რუსეთის „ჩრდილოვანი ფლოტის” წინააღმდეგ.
სანქციები ასევე შეეხება 75 ორგანიზაციასა და ფიზიკურ პირს, რომლებიც კავშირში არიან რუსეთის სამხედრო-სამრეწველო კომპლექსებთან.

