ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

“ზელენსკი 15 მაისს, სტამბოლში მხოლოდ პუტინს შეხვდება” – პოდოლიაკი

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი ამ კვირაში სტამბოლში მხოლოდ რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან შეხვდება, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტის ოფისის ხელმძღვანელის მრჩეველმა, მიხაილ პოდოლიაკმა განაცხადა.

პოდოლიაკის თქმით, სხვა წარმომადგენლებთან შეხვედრა უსაფუძვლოა, რადგან ომის დასრულება მხოლოდ პუტინს შეუძლია.

პუტინის გარდა, ვინმე სხვა წარმომადგენელს [ზელენსკი] ვერ შეხვდება. ეს ხომ ფორმატი არ არის… ჩვენ ხომ ხვდებით რუსეთში ხელისუფლების კონსტრუქცია როგორია… ომის გაგრძელების თუ შეწყვეტის გადაწყვეტილება მხოლოდ პუტინს შეუძლია მიიღოს” ,– თქვა პოდოლიაკმა.

შეგახსენებთ,რომ უკრაინის პრეზიდენტი, ვოლოდიმირ ზელენსკი პუტინს 30-დღიანი ცეცხლის შეწყვეტას სთავაზობდა, რომელსაც მხარს უჭერს როგორც ევროპელი ლიდერები, ასევე აშშ-ის პრეზიდენტი.

ზელენსკის ინიციატივას გამოეხმაურა ვლადიმერ პუტინი, რომელმაც თქვა, რომ უკრაინის პრეზიდენტს თურქეთში სალაპარაკოდ იწვევდა, თუმცა ყველანაირი წინაპირობების გარეშე. ზელენკიმ ამის საპასუხოდ განაცხადა, რომ 15 მაისს, თურქეთში, ის პირადად დაელოდება პუტინს.

იტვირთბა....