ახალი ამბები მთავარი მსოფლიო პოლიტიკა

„ვაშინგტონის შუამავლობით, პაკისტანი და ინდოეთი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ“ – დონალდ ტრამპი

აშშ-ს პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა სოციალურ ქსელში ინდოეთი-პაკისტანის დაპირისპირების შესახებ პოსტი გამოაქვეყნა.

მისი თქმით, ვაშინგტონის შუამავლობით, ისინი ცეცხლის სრულ შეწყვეტაზე შეთანხმდნენ.

„სიამოვნებით გაცნობებთ, რომ ინდოეთმა და პაკისტანმა, აშშ-ის შუამავლობით ღამის ხანგრძლივი მოლაპარაკებების შემდეგ სრულ და დაუყოვნებლივ ცეცხლის შეწყვეტაზე შეთანხმებას მიაღწიეს“, – დაწერა ტრამპმა.

ტრამპის ცნობით, მოლაპარაკებები აშშ-ის შუამავლობით მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა.

„ორივე ქვეყანას საღი აზრის გამოყენებას ვულოცავ“, – აღნიშნავს ის.

იტვირთბა....