ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

“დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია… მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას”- ტრამპი

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი რომის ახალი პაპის არჩევას ეხმიანება.

“ვულოცავ კარდინალ რობერტ ფრენსის პრევოსტს, რომელიც ახლახან დაინიშნა [რომის] პაპად. დიდი პატივია იმის გაცნობიერება, რომ ის პირველი ამერიკელი პაპია. რა აღფრთოვანება და რა დიდი პატივია ჩვენი ქვეყნისთვის. მოუთმენლად ველი პაპ ლეო XIV-სთან შეხვედრას. ეს ძალიან მნიშვნელოვანი მომენტი იქნება!” – ამის შესახებ სოციალურ ქსელში აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი წერს.

ცნობისთვის, რომის ახალი პაპი რობერტ პრევოსტია, რომლის საეკლესიო სახელიც ლეო XIV იქნება. 69 წლის რობერტ პრევოსტი ისტორიაში პირველი ამერიკელი პაპი გახდა.

იტვირთბა....