ესტონეთი საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელებისთვის უვიზო შემოსვლას აუქმებს.
აღნიშნული გადაწყვეტილება გადაწყვეტილება ესტონეთის მთავრობამ დღეს მიიღო.
ადგილობრივი მედიის ცნობით, ესტონეთის ეს ნაბიჯი მიმართულია საქართველოს ხელისუფლებაზე პოლიტიკური ზეწოლისკენ.
ესტონეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა, მარგუს ცაჰკნამ განაცხადა, რომ ეს ნაბიჯი პასუხია „ქართული ოცნების“ რეპრესიებზე სამოქალაქო საზოგადოების, პროევროპული აქციების მონაწილეებისა და მედიის მიმართ.