არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტაყს, – ამის შესახებ ბათუმის პოლიციის უფროსმა, ირაკლი დგებუაძემ ამაღლობელის სასამართლო პროცესზე განაცხადა.
დგებუაძის თქმით, ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ ჰქონდა, რომ ის ჟურნალისტი იყო, თუმცა რომ სცოდნოდა, სამართალდამცავები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ.
“ხშირად ვადევნებ თვალს მედიაში გაჟღერებულ ფრაზებს, ტექსტებს, თითქოს, ქალბატონ მზიას მიმართ რაიმე სახის აგრესია მქონდა ან პიროვნული, ან შემდგომ როგორც გავიგე ჟურნალისტურ საქმიანობაში ყოფილა ჩართული…
ზოგადად, ამ პროფესიის მიმართ მაქვს პატივისცემა და მეგობრობა არამხოლოდ ბათუმში, არამედ ყველგან. ხაზგასმით მინდა ვთქვა, რომ მზია ამაღლობელის დაკავებამდე წარმოდგენა არ მქონდა ამ ადამიანის პროფესიის შესახებ. თუმცა, მისი ქმედების დროს რომ მცოდნოდა ჟურნალისტი იყო, ალბათ ჩემი კოლეგები იგივე შედეგს დააყენებდნენ, როგორც მოიქცნენ.
არ მგონია, რომ ჟურნალისტობა აძლევდეს ვინმეს იმის უფლებას, რომ პოლიციელს თავს დაესხას, სახეში ხელები ურტყას და ა.შ.
მზია ამაღლობელის როგორც პიროვნულად და არც მისი პროფესიის მიმართ არანაირი უარყოფითი განცდები არც ირაკლი დგებუაძეს და არცერთ იქ მყოფ პოლიციელს არ ჰქონია, არც მანამდე და არც იმ მომენტში, როცა მან ეს ქმედება ჩაიდინა“,- განაცხადა დგებუაძემ.
შეგახსენებთ, რომ ამაღლობელი ირაკლი დგებუაძისთვის სილის გაწვნის გამო დააკავეს და მას ბრალად ედება პოლიციელზე თავდასხმა.

