აშშ-ის სახელმწიფო მდივანი, მარკო რუბიო ინდოეთის მიერ პაკისტანზე მიტანილ სარაკეტო იერიშს ეხმაურება და სოციალურ ქსელში წერს, რომ არსებულ ვითარებას ყურადღებით აკვირდება.
მისი თქმით, კონფლიქტი მალე უნდა დასრულდეს.
“ყურადღებით ვაკვირდები ინდოეთსა და პაკისტანს შორის არსებულ ვითარებას. ვიმეორებ პრეზიდენტის დღევანდელ კომენტარს, რომ იმედია, ეს სწრაფად დასრულდება. გავაგრძელებ ინდოეთისა და პაკისტანის ხელმძღვანელობასთან თანამშრომლობას მშვიდობიანი მოგვარების მიზნით”,– დაწერა რუბიომ.

