ისნის მეტროდან კახეთის გზატკეცილის მიმართულებით საპროტესტო მარში მიმდინარეობს. “გადადგეს არალეგიტიმური მთავრობა” – ამ ლოზუნგით პოლიტპატიმრების ოჯახები, სამოქალაქო აქტივისტები, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები შსს-ს შენობასთან მივლენ.
საპროტესტო აქციების დროს დაკავებული პირების ოჯახის წევრებს თან აქვთ ბანერები და დაკავებული პირების გათავისუფლებას ითხოვენ.
ამასთან, ადგილზე მყოფებს თან აქვთ საქართველოსა და ევროკავშირის დროშები.

