ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია” – ვიქტორ ორბანი

“უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია” ამის შესახებ უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ პლატფორმა X-ზე წერს, რითაც უკრაინის პრეზიდენტის, ვოლოდიმირ ზელენსკის განცხადებას ეხმაურება.

“პრეზიდენტმა ვოლოდიმირ ზელენსკიმ გუშინ უნგრელ ხალხს მიმართა. ბატონო პრეზიდენტო! იმას, თუ რას ფიქრობს უნგრელი ხალხი არ წყვეტს კიევში პრეზიდენტი ან ბრიუსელში ბიუროკრატები. უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანება უნგრეთის გარეშე შეუძლებელია. ყველა უნგრელი იტყვის თავის სათქმელს ამ საკითხზე. მოგწონთ ეს თუ არა, ასე ვმოქმედებთ აქ“ – წერს ორბანი.

იტვირთბა....