ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

მარგველაშვილი: ახლა ჩვენ დამოუკიდებლობიდან თავისუფლებისკენ მივდივართ

საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა პარლამენტში, 9 აპრილისადმი მიძღვნილ გამოფენაზე განაცხადა, რომ 9 აპრილმა საქართველოს დამოუკიდებლობას ჩაუყარა საფუძველი.
„27 წლის წინ ქართველმა ერმა და მისმა საუკეთესო შვილებმა დაღვარეს სისხლი იმისათვის, რომ 2 წლის მერე საქართველო გამხდარიყო დამოუკიდებელი. ჩვენ ეს ბრძოლა ღირსეულად გავიარეთ და დამოუკიდებლობიდან ახლა მივდივართ თავისუფლებისკენ. დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც ქართული სულის გამარჯვებას რუსულ ტოტალიტარულ საბჭოთა მანქანაზე და დღეს ვზეიმობთ 9 აპრილს, როგორც საქართველოს დამოუკიდებლობის 25 წლისთავს.“ – განაცხადა გიორგი მარგველაშვილმა.

იტვირთბა....