ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ქალაქ სან ანტონიოში სროლას ორი ადამიანი ემსხვერპლა

ამერიკელი ძალოვანები ტეხასის სამხედრო ბაზაზე მომხდარ თავდასხმას იძიებენ. სროლა ქალაქ სან ანტონიოში მდებარე ლეკლენდის ავიაბაზაზე მოხდა და მას ორი ადამიანი ემსხვერპლა.
reuter-ის ინფორმაციით, სამხედრო მოსამსახურემ კოლეგას ესროლა და შემდგომ თავი მოიკლა. მომხდარს პენტაგონი და ფედერალური საგამოძიებო ბიურო იძიებენ.
სპეცსამსახურები ტერაქტის ვერსიას გამორიცხავენ და აცხადებენ, რომ საქმე მკვლელობის მუხლითაა აღძრული. დანაშაულის მოტივი კი ამ დრომდე უცნობია.
სროლის შემდგომ ავიაბაზა ორი საათით დახურული იყო.

იტვირთბა....