ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

უსუფაშვილი: საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია

“საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია”, – ეს განცხადება პარლამენტის თავმჯდომარემ, დავით უსუფაშვილმა, დღეს 9 აპრილის მემორიალთან გააკეთა.
მან საქართველოს მოსახლეობას  დღევანდელი დღე მიულოცა.
„დღევანდელი დღე უდიდესი ტრაგედიაა, რომელიც 27 წლის წინ დატრიალდა, თუმცა, ასევე უდიდესი დღესასწაულია, რადგან 25 წლის წინ ამავე ადგილზე საქართველო გათავისუფლდა. საქართველო თავისუფალია და საიმედო ხელშია. დღეს ჩვენ ვხედავთ უამრავ ადამიანს, ახალგაზრდას, რომელიც საქართველოს სადარაჯოზეა საქართველოშიც, სხვაგანაც და საქართველო აღარასოდეს დაიჩოქებს.“ – განაცხადა დავით უსუფაშვილმა.
შეგახსენებთ, 1989 წლის 9 აპრილს, გამთენიისას, საბჭოთა კავშირის შეიარაღებული ძალების ნაწილებმა თბილისის ცენტრში, პარლამენტის შენობასთან მშვიდობიანი საპროტესტო აქცია დაარბიეს, რასაც მსხვერპლი მოჰყვა.
დარბევის შედეგად 21 ადამიანი დაიღუპა და პარლამენტის წინ შეკრებილი ათასობით მოქალაქე დაუდგენელი შემადგენლობის გაზით მოიწამლა.

იტვირთბა....