ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი დააკავეს

ბელგიელმა სამართალდამცველებმა ბრიუსელისა და პარიზის ტერაქტებში ეჭვმიტანილი, მოჰამედ აბრინი, დააკავეს.
BBC-ის ცნობით, მამაკაცი თეთრ ქურთუკში, რომელიც ზავენტემის აეროპორტში გადაღებულ ფოტოზეა ასახული, სწორედ აბრინია.
მედიის ინფორმაციით, დაკავება ანდერლეხტის რაიონში მოხდა, სადაც ტერაქტებში ეჭვმიტანილი კიდევ რამდენიმე პირი ცხოვრობს.
ბელგიის პროკურატურა ადასტურებს, რომ ძალოვანებმა, ანტიტერორისტული ოპერაციის შედეგად, რამდენიმე ადამიანი დააკავეს, მათ შორის არის მოჰამედ აბრინიც, რომელიც აფეთქების მოწყობაში მესამე ეჭვმიტანილი იყო და მიმალვა მოახერხა. მას ბრიუსელის პოლიცია ბოლო დღეების განმავლობაში აქტიურად ეძებდა.
ჯერჯერობით სხვა დეტალები არ გავრცელებულა, მათ შორის დაკავებულთა ზუსტ რაოდენობასთან დაკავშირებით.

იტვირთბა....