“Check in Georgia არის ბევრად უფრო ეკონომიკური პროექტი, ვიდრე კულტურული პროექტი, რომელიც არის ძალიან პრაგმატულად გააზრებული და გათვლილი”.-ამის შესახებ კულტურის მინისტრმა, მიხეილ გიორგაძემ ჟურნალისტებთან განაცხადა.
მისი თქმით, “Check in Georgia არ არის მხოლოდ კულტურული ღონისძიებების ჩამონათვალი და რამდენიმე კონცერტის დაფინანსება-არ დაფინანსების საკითხი”.
“ამას მოყვება ადგილობრივი მეწარმეობის ხელშეწყობა ყველა იმ სერვისსა და ინდუსტრიაში, რომელიც თან სდევს ასეთ აქტივობებს. ეს აისახება სამუშაო ადგილების ზრდაზე, მოსახლეობის შემოსავლის ზრდაზე.
ნებისმიერი ადამიანი, ვინც ოდნავ მაინც ერკვევა ამ სფეროში და ვისაც ჰქონია შეხება ამ მასშტაბის და დონის სააგენტო და სამენეჯმენტო კომპანიებთან, გეტყვით, რომ ყველა საკითხზე უფრო წინ, საორგანიზაციო, ტექნიკური, ფინანსური და ასე შემდეგ, A კლასის ვარსკვლავები აყენებენ უსაფრთხოების და ქვეყანაში სტაბილურობის საკითხს. ანუ, ის, რომ ასეთი დონის ვარსკვლავები ამ ქვეყანაში ჩამოდიან, არის სიგნალი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ ქვეყანა უსაფრთხო და სტაბილურია, მზად არის, როგორც ინტელექტუალური, ადამიანური რესურსის და გამოცდილების, ისე ინფრასტრუქტურული თვალსაზრისით, მიიღოს ასეთი მასშტაბური პროექტები. ეს არ არის უბრალოდ სასიამოვნო კულტურული ღინისძიება, ეს არის ძალიან სერიოზული ტექნიკური აღჭურვულობა, ძალიან სერიოზული ინფრასტრუქტურული მომზადება, სერიოზული პირობების დაკმაყოფილება, რომელიც ვარსკვლავების მოთხოვნებს მოყვება. ეს არის გზავნილი დანარჩენი მსოფლიოსთვის, რომ გამოცდილებით, ინფრასტრუქტურით, სტაბილურობით და უსაფრთხოებით ეს ქვეყანა არის მზად, მიიღოს უმაღლესი დონის ვარსვლავები, და ეს ასევე არის გზავნილი ინვესტორებისთვის და არამხოლოდ ტურისტული სააგენტოებისთვის ან ზოგადად ტურისტებისთვის. ასე რომ, მე მინდა დაგანახოთ ბევრად უფრო ფართო ხედვა ამ პროექტის და არა უბრალოდ ჩაკეტვა მხოლოდ მის საკონცერტო და კულტურულ კომპონენტზე”, – აცხადებს მიხეილ გიორგაძემ.
ცნობისთვის, ეროს რამაზოტის, ხოსე კარერასის, რობი უილიამსის და Maroon 5-ის კონცერტებზე დასასწრები ბილეთების ფასი 20 ლარიდან დაიწყება. მათი მაქსიმალური ღირებულება 90 ლარი იქნება. პროექტი Check-in Georgia საქართველოს მთავრობის ინიციატივითა და მხარდაჭერით ტარდება. 29 მილიონი ლარი მთავრობის სარეზერვო ფონდმა უნდა გამოყოს. მიმდინარეობს მოლაპარაკებები კერძო სექტორთანაც.