დიდუბის რაიონის გამგებელმა ვლადიმერ ძნელაძემ თანამდებობა დატოვა და ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დღევანდელ სხდომაზე ძნელაძეს მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა ახალ თანამდებობაზე.
“მინდა, მადლობა გადავუხადო დიდუბის რაიონის აწ უკვე ყოფილ გამგებელს ვლადიმერ ძნელაძეს, რომელიც საქმიანობას ახალ თანამდებობაზე განაგრძობს – იგი ენერგეტიკის განვითარების ფონდის დირექტორად დაინიშნა. შესაბამისად, გამგებლის თანამდებობა დატოვა.
მადლობა მას გაწეული შრომისთვის, საქმიანობისთვის და წარმატებას ვუსურვებ ახალ თანამდებობაზე. შორს არ მიდის.” – თქვა კალაძემ.