აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინფორმაციით, ის სხვა ქვეყნებისთვის დაწესებულ მაღალ ტარიფებს 90 დღით აპაუზებს, ჩინეთისთვის კი 125%-მდე ზრდის.
“უპატივცემულობის გამო, რომელიც ჩინეთმა მსოფლიო ბაზარს აჩვენა, ამერიკის შეერთებული შტატების მიერ ჩინეთზე დაწესებულ ტარიფებს 125%-მდე ვზრდი, რაც დაუყოვნებლივ შევა ძალაში.
იმედია უახლოს მომავალში, ჩინეთი გაიაზრებს, რომ აშშ-ის ან სხვა ქვეყნების ძარცვა აღარ არის მდგრადი ან მისაღები.
75-ზე მეტი ქვეყანა დაუკავშირდა შეერთებული შტატების წარმომადგენლებს, მათ შორის ვაჭრობისა და ხაზინის დეპარტამენტებს და შეერთებული შტატების სავაჭრო წარმომადგენელს, რათა მოელაპარაკათ გამოსავალზე ვაჭრობასთან, სავაჭრო ბარიერებთან, ტარიფებთან, ვალუტით მანიპულაციის და არაფულადი ტარიფების საკითხებზე, და ამ ქვეყნებს, ჩემი ვარაუდით, არ უპასუხიათ რაიმე გზით, სახით, ან ფორმით შეერთებული შტატების წინააღმდეგ, თანხმობა გავეცი 90-დღიან პაუზასა და საგრძნობლად დაწეულ საპასუხო ტარიფებზე ამ პერიოდში, 10%-ით, რაც ასევე დაუყოვნებლივ შევა ძალაში”. – დაწერა ტრამპმა სოციალურ ქსელში.