ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ბაგა-ბაღების აქციაზე მშობელი დააკავეს

ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლების აქციაზე ერთ-ერთი მშობელი,  თამარ იარაჯული, სამართალდამცავებმა დააკავეს. მიზეზი მშობლების მხირდან  მიცკევიჩის ქუჩაზე მდებარე ბაღების სააგენტოს შენობასთან გზის გადაკეტვა გახდა, რისი საშუალებაც სამართალდამცავი ორგანოების წარმომადგენლებმა არ მისცეს.

აქციის მონაწილეებსა და პოლიციელებს შორის შელაპარაკებაც მოხდა.

შეგახსენებთ, რომ ბაგა-ბაღების აღსაზრდელთა მშობლები რამდენიმე ბაღის დირექტორების გათავისუფლებას აპროტესტებდნენ და აცხადებდნენ, რომ ისინი მათი შვილების უფლებებს იცავენ.

როგორც  ”მეტრონომს“  შსს-ში განუცხადეს, აქციის მონაწილის დაკავება 173-ე მუხლით მოხდა, რაც პოლიციისთვის წინააღმდეგობის გაწევას გულისხმობს.

იტვირთბა....