გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში 97 წის ქალზე იძალადეს – ამის შესახებ ინფორმაციას შიდა ქართლის საინფორმაციო ცენტრი ავრცელებს.
როგორც მოხუცის ახლობლები აცხადებენ, მოხუცს სახლში მომვლელი ჰყავდა, რომელიც ძალადობის ფაქტს შეესწრო და მოძალადე მამაკაცი სახლიდან გააგდო. გავრცელებული ინფორმაციით, ადგილი გგაუპატიურების მცდელობას ჰქონდა.
როგორც „მეტრონომს“ შსს-ში განუცხადეს, აღნიშნულ ფაქტზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19/137-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც გაუპატიურების მცდელობას გულისხმობს. შსს-ში ასევე ამბობენ, რომ დაზარალებული ქალბატონის ექსპერტიზაა ჩანიშნული.