ახალი ამბები მედია მთავარი სამართალი

კარიერა, რომელიც საწოლზე გადის: თათია სამხარაძემ დაადასტურა სექსუალური შევიწროების ფაქტი

„მეტრონომის“ რეპორტაჟი პრესკონფერენციიდან

შალვა რამიშვილის ტელე „იმედიდან“ სკანდალურ გათავისუფლებასა და გავრცელებულ ინფორმაციაზე, რომ ის თათია სამხარაძეზე („ტასო ბარნოვა“)  სექსუალური ხასიათის შევიწროებას ახდენდა, დღეს სპეციალური ბრიფინგი ”ქალთა მოძრაობამ“ გამართა, სადაც თათია სამხარაძემ დაადასტურა შალვა რამიშვილის მხრიდან სექსუალური ხასიათის შევიწროება.

თათია სამხარაძე (ტასო ბარნოვა): ვადასტურებ საჯაროდ, რომ ჩემ მიმართ ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწროვება იმჟამინდელი ჩემი უფროსის, შალვა რამიშვილის მხრიდან. ამან მიიღო სისტემური ხასიათი, რის შემდეგაც იძულებული გავხდი დამეტოვებინა სამსახური და დასახმარებლად მიმემართა ტელეკომპანიის დირექციისთვის. ამის შესახებ ინფორმაცია გიორგი ბახტაძეს („იმედის“ გენერალური დირექტორი) დაახლოებით ერთი კვირის წინ მივაწოდე. არ ვიცი მას მოსმენილი აქვს თუ არა ეს ჩანაწერი.

ვაპირებ დავიცვა ჩემი უფლებები სასამართლოს და კანონის გზით და მას სასამართლოში ვუჩივლო.

არსებობს ჩანაწერი, რომელიც ამჟამად სამხარაულის ბიუროში გადის ექსპერტიზას, მას შემდეგ რაც ექსპერტიზა მის ავთენტურობას დაადგენს, უკვე მივმართავ სასამართლოს. ეს არის აუდიო, მთლიანი, სრული ჩანაწერი.

ამ ჩანაწერს ხანდაზმულობა არ აქვს. ეს ჩანაწერი გაკეთებულია მაშინ, როცა პირველად წამოვედი სამსახურიდან იმავე მიზეზის გამო და შემდეგ დავბრუნდი, სადაც ის (შალვა რამიშვილი)  პირობას დებს, რომ მსგავსი ხასიათის შევიწროებას და მუქარას ჩემი კარიერის დასრულებით აღარ ექნება ადგილი, მაგრამ როცა ერთი თვის განმავლობაში იგი ყოველ მოცემულობაში მახსენებდა, რომ მივიღე უგუნური გადაწყვეტილება, რადგან მასთან ართანავიცხოვრე, იძულებული გავხდი სამსახურიდან წამოვსულიყავი.

მარგო ლუჩკოს ნაცვლად ვერ ვისაუბრებ და ასევე ვერ ვისაუბრებ იმ გოგონების ნაცვლად, რომლებიც ამ პერიოდში დამიკავშირდნენ. თუ მათ თავად არ მიიღეს გადაწყვეტილება საჯაროდ გამოვიდნენ, მე არ მაქვს უფლება, რომ პირადი საუბრები გავასაჯაროო. თუმცა, გარწმუნებთ, რომ ასეთი გოგონები არსებობენ – აწ უკვე ყოფილი თანამშრომლები.

არ ვიცი შალვა რამიშვილმა რასთან დაკავშირებით შეიტანა განცხადება პროკურატურაში. ის ამბობს, რომ გავასაჯაროვე ჩანაწერი, რაც არ მომხდარა. ეს ჩანაწერი ექსპერტიზაზეა. გადაეცემა მხოლოდ სასამართლოს. შევა სარჩელი სასამართლოში, სადაც დავამტკიცებ ჩემ სიმართლეს.

ეს ფაქტი სამი კვირის განმავლობაში გრძელდებოდა. შალვა რამიშვილი ჩემთან კონტაქტზე არ გამოსულა.

ჩანაწერები მარტის თვეში ჩაიწერა. მისი მხრიდან ამ ჩანაწერში აღიარებაა, რომ ჩემზე ხორციელდებოდა სექსუალური ხასიათის შევიწრობა მუქარით.

ამ ჩანაწერის გასაჯაროების იურიდიული უფლება არ მაქვს. ეს ჩანაწერი ჩემ მიერ, ჩემი პირადი ტელეფონით მოხდა. ამაში არანაირი კანონდარღევა არ არის.

„იმედი“ ჩემი ნებით 31 მარტს დავტოვე.

შალვა რამიშვილის გათავისუფლება ჩემი განცხადების შემდეგ მოხდა.

ჩემთვის მნიშვნელოვანია ეს ბრძოლა ბოლომდე მოვიყვანო. არ შეიძლება გოგონები ტელევიზიაში მიდიოდნენ და ეუბნებოდნენ, რომ მათი კარიერა ვიღაცის საწოლზე გადის. დავკარგე სამსახური და კარიერა და ვაპირებ ბოლომდე მივიყვანო ეს ბრძოლა.“ – განაცხადა თათია სამხარაძემ.

შეგახსნებეთ, შალვა რამიშვილი ტელე „იმედიდან“ გაუშვეს. ის პროკურატურაში 16:00 დაკითხვაზეა დაბარებული.

samxarauli

იტვირთბა....