ევროპის საბჭოს ადამიანის უფლებათა კომისარმა საქართველოში ადამიანის უფლებების მდგომარეობის შესახებ მემორანდუმი გამოაქვეყნა.
კომისარი აღნიშნავს, რომ მომიტინგეებისა და ჟურნალისტების მიმართ არასათანადო მოპყრობის სარწმუნო ცნობების მიუხედავად, არც ერთი სამართალდამცველი არ იქნა პასუხისგებაში მიცემული მაშინ, როდესაც პროტესტის მონაწილეების მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნა მიმდინარეობს.
„ხელისუფლებამ დაუყოვნებლივ უნდა მიიღოს ზომები, რათა წინასწარი პატიმრობიდან გაათავისუფლოს ჟურნალისტი მზია ამაღლობელი და დაიცვას მისი სამართლიანი სასამართლოსა და უდანაშაულობის პრეზუმფციის უფლებები“, – აღნიშნულია დოკუმენტში.