„კოალიცია ცვლილებისთვის“ ლიდერი, ნიკა გვარამია „ნაციონალური მოძრაობის“ ექსთავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე დღეს „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლების საქმიანობის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის“ შესახებ კიდევ ერთ პოსტს აქვეყნებს.
„უნდა ვიცოდეთ, რომ წულუკიანოს “კომისიაზე” მისული ნებისმიერი პირი არის ივანიშვილის რეჟიმის მოკავშირე და არანაირი ბოდიალი ამას არ უშველის. წერტილი“, – წერს ის.
შეგახსენებთ, კომისიის დღევანდელ სხდომაზე, რომელიც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომის საკითხს ეხებოდა, პაატა დავითაია, გრიგოლ ვაშაძე, მიხეილ ქარელი და ზურაბ ნოღაიდელი მივიდნენ.