ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გრიგოლ ვაშაძე “საგამოძიებო კომისიის” სხდომაზე მივიდა

“ნაციონალური მოძრაობის” ყოფილი თავმჯდომარე გრიგოლ ვაშაძე „ქართული ოცნების” პარლამენტში შექმნილ საგამოძიებო კომისიის სხდომაზე მივიდა.
კომისია, რომელსაც თეა წულუკიანი ხელმძღვანელობს 2003-2012 წლებში მოქმედი „ნაციონალური მოძრაობის“ ხელისუფლებისა და იმდროინდელი თანამდებობის პირების საქმიანობის შესწავლის მიზნითაა შექმნილი.
დღევანდელ სხმომაზე საგამოძიებო კომისია განიხილავს 2004-2008 წლებში საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ ვითარებასა და 2008 წლის აგვისტოს ომის საკითხს.

შეგახსენებთ, რომ გუშინ საგამოძიებო კომისიაში დაიბარეს მამუკა ხაზარაძე და ბადრი ჯაფარიძე, რომლებმაც გამოცხადებაზე უარი განაცხადეს.

იტვირთბა....