“პრაიმ ტაიმის” ინფორმაციით, დღეს გამთენიისას ფარული ჩანაწერების საქმეზე პროკურატურამ კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის ყოფილი მაღალჩინოსნები დააკავა. გამოცემის ცნობით, ჯერჯერობით დაუზუსტებელი ინფორმაციით, დაკავებულია 10-მდე ყოფილი თანამდებობის პირი, მათ შორის, კუდის შიდა ქართლის რეგიონალური სამმართველოს ყოფილი უფროსი.
ის, პროკურატურამ დილის რვა საათზე საკუთრ სახლში აიყვანა. სამართალდამცავებმა ბინების ჩხრეკისას კომპიუტერები და სხვა სახის ნივთები ამოიღეს. სავარაუდოდ, პროკურატურაში დღეს 2 საათზე დანიშნული ბრიფინგი, სწორედ ამ თემას შეეხება.