ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გიორგი კვირიკაშვილი: „არჩევნების თარიღი არ შეიცვლება“

პრემიერ-მინისტრ, გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, არჩევნების თარიღი არ შეიცვლება, მისი ვარაუდით, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში შესაძლოა მეორე ტური გაიმართოს.

„მე მგონი არავისთვის არ უნდა იწვევდეს კითხვის ნიშანს, რატომ 8 ოქტომბერი. ამაზე ვიმსჯელეთ იმიტომ, რომ მოგეხსენებათ, მაჟორიტარული არჩევნების შემთხვევაში, შესაძლოა, გაიმართოს მეორე ტური. იმ შემთხვევაში, თუ ჩვენ ოქტომბრის ბოლოსკენ გადავწევდით თარიღს, დაახლოებით ერთი თვე სჭირდება მეორე ტურამდე მისვლას, შესაძლოა, ეს იყოს მაღალმთიანი რეგიონების შემთხვევაში პრობლემა საარჩევნო უბნებთან მისვლის კუთხით. ამიტომ ელემენტარული ტექნიკური არგუმენტების გამო, ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ეს ყოფილიყო 8 ოქტომბერი. ასე, რომ ეს არის, რა თქმა უნდა, პოლიტიკური გადაწყვეტილება“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

მისი თქმით, არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს.

„რა თქმა უნდა, კონსულტაციების შედეგად მივიღებთ ამ გადაწყვეტილებას თუ როდის გამოვაქვეყნებთ მას, როდის ჩაირთვება ე.წ. მრიცხველი ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებით. მეორე მხრივ, არ შეიძლება ქვეყანამ 7 და 8 თვე წინასაარჩევნო კამპანიის რეჟიმში იცხოვროს. ასე, რომ ეს არის ძალიან ჩვეულებრივი საკითხები და აქ არანაირი ველი დამატებითი მსჯელობისთვის არ არსებობს. ეს არის პოლიტიკური გადაწყვეტილება, წინასწარ გამოცხადებული, რომ არჩევნები იქნება 8 ოქტომბერს, ამ თარიღის შეცვლას არ ვაპირებთ. სერიოზული მსჯელობისა და აწონ-დაწონის შედეგად იქნა ეს გადაწყვეტილება მიღებული და დანარჩენი საკითხების შესახებ განცხადებები უკვე ადმინისტრაციების მხრიდან გაკეთდება, თუ რა გადაწყვეტილება იქნება მიღებული იურიდიული და ტექნიკური ფორმის შესახებ, და მინდა, რომ ამ საკითხს ამ კომენტარით წერტილი დავუსვათ“, – განაცხადა კვირიკაშვილმა.

იტვირთბა....