ახალი ამბები მთავარი საზოგადოება

ქართულ ბაზარზე დაძველებული და საღებავებით გაჯერებული ჩაი შემოდის

მეჩაიეთა ასოცაიციის ხელმძღვანელის, თენგიზ სვანიძის განცხადებით, ქვეყანაში ჩაის პროდუქცია ყოველგვარი ხარისხის შემოწმების გარეშე შემოდის, რაც დარგის განვითარების ერთ-ერთი ხელისშემშლელი ფაქტორია.

“ჩვენ ჩავატარეთ კვლევა. ჩაის პროდუქცია შევამოწმეთ ლაბორატორიულად, რაზეც შესაბამისი უწყებები საქმის კურსშია. ქვეყანაში ჩაის პროდუქცია უკონტროლოდ შემოდის, ყოველგვარი ხარისიხის შემოწმების გარეშე. მხედველობაში მაქვს დაძველებული ჩაის პროდუქცია და ის პროდუქცია, რომელიც გაჯერებულია ათასი კვებითი თუ არაკვებითი საღებავებით”. – აცხადებს მეჩაიეთა ასოციაციის ხელმძღვანელი.

იტვირთბა....