aviabiletebi
ახალი ამბები ინტერვიუ მთავარი სამართალი

ექსკლუზივი: ურნასთან ამოღებული მამაკაცის ფეხების ფოტოები – მაგდა პაპიძის და „მეტრონომთან“ დეტალებზე საუბრობს

aviabiletebi
ავიაბილეთები

„ოთო, რამე გამაგებინე, რატომ გარბიხარ“? – რატომ დაუპირისპირდნენ ერთმანეთს მაგდას მეუღლე და ოთო ბერძენიშვილის მეგობრები

 

„მეტრონომმა“ თბილისში გახმაურებულ მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმის დეტალების ჯერ კიდევ უცნობ ფაქტებსა და საეჭვო გარემოებებზე, ბრალდებულ მაგდა პაპიძის დასთან, ლანა პაპიძესთან ინტერვიუ ჩაწერა. ვისი ფეხები ჩანს მკვლელობის ღამეს სათვალთვალო კამერებში? რატომ მოხდა დაპირისპირება მაგდა პაპიძის გარდაცვლილ მეუღლე ომარ ქაფიაშვილსა და ოთარ ბერძენიშვილს შორის? ამ და სხვა მნიშვნელოვან დეტალებზე „მეტრონომი“ ლანა პაპიძესთან ვრცელ ინტერვიუს გთავაზობთ.

მანამდე კი გეტყვით, რომ დღეს, მეუღლისა და შვილის მკვლელობაში ბრალდებულის, მაგდა პაპიძის საქმეზე, ნაფიცი მსაჯულების შერჩევის პირველ სხდომა გაიმართა. შემთხვევითი შერჩევის პრინციპით 100-კაციანი სია შედგა, რომლებიც ნაფიცი მსაჯულობის სავარაუდო კანდიდატები არიან.  ნაფიცი მსაჯულების შერჩევა 18 აპრილიდან დაიწყება.

დღევანდელ პროცესზე, ბრალდებისა და დაცვის მხარეთა მონაწილეობით ასევე დამტკიცდა კითხვარი, რომელიც ნაფიცი მსაჯულობის სავარაუდო კანდიდატებს გადაეგზავნებათ.

პროცესს ბრალდებულიც ესწრებოდა. იქ ასევე იმყოფებოდნენ მისი გარდაცვლილი ქმრის, ომარ ქაფიაშვილის დედა, ძმა, ნათესავები, ოჯახის წევრები და ახლობლები. მათ ჟურნალისტებთან კომენტარი არ გააკეთეს, თუმცა, როგორც „მეტრონომს“ ბრალდებულის დამ, ლანა პაპიძემ უთხრა, მოკლული ომარ ქაფიაშვილის დედა, ლილი მინდიკაური არ არის დარწმუნებული, რომ მკვლელი მაგდა პაპიძეა და ნამდვილი მკვლელის ვინაობის დადგენა სურს.

„მეტრონომი“: დავიწყოთ მკვლელობის დღიდან. რა გახსოვთ უშუალოდ თქვენ, მკვლელობის დღეს და რატომ დაადეს ხელი პირდაპირ მაგდას?

ლანა პაპიძე: იმ დღეს ჩემს დას ხელს არავინ ადებდა. ყველა ისე იყო, რომ რაღაც უბედურება მოხდა. საღამოს გავიგე, რომ მაგდას ადებდნენ ხელს და აბობდნენ, სახლში მოხდა ეს ამბავიო. გავხედე კედლებს და სუფთა იყო, იატაკიც სუფთა იყო, გაწკრიალებული იყო სახლი.

მკვლელს, ჩემი ვარაუდით, არ უნდა ჰქონდეს ის ფსიქიკა, რაც მაგდას აქვს, მას ძალიან მშვიდი ფსიქიკა აქვს. ფსიქოლოგები, რომლებიც ავიყვანეთ, ადასტურებენ, რომ ძალიან მშვიდი და გაწონასწორებული გოგოა. ძალიან განათლებული და ნაკითხია, მუშაობს ხელოვნების დარგში. როგორ შეიძლება მკვლელობა მქონდეს დაგეგმილი და წინა ღამეს დავამთავრო ნამუშევრები, სახლში მაქვს მაგდას ნამუშევრები – მწვანე მდელო ცისარტყელებით. ფსიქოლოგია სულ სხვა რამეა, იქ დახატავდა ნისლს, წვიმას და ა.შ. მაგრამ ის ხატავდა ყვავილებს, პეპლებს. ნამუშევრები, თან ბოლო ნამუშევრები სულ ჭრელ ფერებშია, ყველა ნახატს თავისი სახელი ჰქვია „მე სიცოცხლე მიყვარს“, „თოკო“ და ა.შ.

რაც შეეხება ნივთებს, რომელიც აღმოჩენილია ურნაში. ერთ-ერთი იყო ხალათი, რომელზეც მაგდამ 3 დღით ადრე მითხრა, რომ თოკიდან გამიქრა და ვერ ვპოულობო. ის შემდეგ სისხლიანი აღმოჩნდა ურნაში. მხოლოდ ეს არ არის გამქრალი. გამქრალია უცნაური ნივთები. მაგალითად, სამშაბათს დამირეკა და მითხრა, რომ კომპიუტერის ვიდეოთვალს ვერ პოულობდა. სწორედ ეს ვიდეოთვალი ურნაშია აღმოჩენილი. მაგდამ მითხრა, რამდენიმე დღით ადრე, ბავშვის ზღაპრების წიგნი 3 დღე გამქრალი იყო და ვერ პოულობდნენ. ეს წიგნიც დაქუცმაცებული, დაგლეჯილი ეყარა ნაგავში. უცნაურია კიდევ სურათები. გამომძიებელმა მითხრა, რომ შენმა დამ სურათები ჩამოხსნა და ნაგავში გადაყარაო. გამიკვირდა, იმიტომ, რომ ჩემს დას სახლში, კედელზე ბავშვის სურათები გაკრული არ ჰქონია. მას თავის ნამუშევრები ჰქონდა გაკრული. ეს სურათები არ მანახეს. გავიდა დრო და მტკიცებულებები გამაცნეს. ვხედავ, რომ სულ სხვა ბავშვია. გოგოა თვეების, რობოტივით ზის დივანზე. დედამთილმა დავიჯერო, ეს მტკიცებულებები არ ნახა? არ ნახა, რომ ეს თორნიკე არ იყო? სურათზე გოგოა, პამპერსი აცვია და კაბა.

დედამთილმა მითხრა, რომ იმდენად ახლოს ჰყავდა მანქანა მოყენებული სადარბაზოსთან, რომ გასავლელი არ იყოო. მე მკვლელობის ღამის სურათები გამაცნეს და კიდევ კარგი დავინახე, ბოლოჯერ დავრწმუნდი, რომ ეს ჩემი დის გაკეთებული არ იყო. ეს მანქანა შეყენებულია ავტოფარეხთან, მიბჯენილი იყო. რომელ გაქცევაზეა საუბარი. მაგდამ ძალიან კარგად იცოდა, რომ ყველა მაღაზიას თავისი კამერები აქვს. თვენახევრის მერე რომ მეუბნებიან, დივანი სისხლიანიაო და მე რომ იქ მივდივარ და ყველაფერი გაწკრიალებულია, თავად ვარ მომსწრე, იქ ცხედრები როცა მოიყვანეს, ოთახის დაცლა გახდა საჭირო. იქ ვიყავი. ის დღიურიც თვენახევრის შემდეგ იპოვეს. ეს მინდა აუცილებლად ვთქვა – რატომ არ დალუქეს ოთახი? თუ პროკურატურას მიაჩნია, რომ ამ ოთახში მოხდა მკვლელობა, იმის აუცილებლობა არ იყო, რომ ოთახი დაელუქათ? არცერთი ნაგვის ურნა არ არის დალუქული. ვისაც უნდოდა შედიოდა, გადიოდა და რასაც უნდოდა იმას აკეთებდა. თუ შენ ფიქრობ, რომ იმ ოთახში მკვლელობა მოხდა, არ ხარ ვალდებული, რომ ის ოთახი დალუქო და წითელი ლენტა გაავლო?

თუ გაეცანით, ან თუ გითხრეს რა არის დაფიქსირებული მკვლელობის ღამეს სათვალთვალო კამერებში? ადვოკატებმა თქვეს, რომ მხოლოდ ადამიანის ფეხებია დაფიქსირებული.

– მკვლელობის ღამეს, ურნასთან ამოღებულ კამერებში დაფიქსირებულია მამაკაცის ფეხები და არა – ქალის. ეს ინფორმაცია ჩემამდე თვენახევრის შემდეგ მოვიდა.

რაც შეეხება თქვენს ჩვენებას, რომელიც პროკურატურამ გაასაჯაროვა. იქ ამბობთ, რომ თქვენ დაინახეთ ოთარ ბერძენიშვილი (გამოძიების მტკიცებით, ლანა პაპიძის მეგობარი მამაკაცი) და მაგდა ერთად და ეჭვობდით, რომ შეიძლება ის თქვენი დის საყვარელი იყო. თქვენ ამბობთ, რომ ასეთი ჩვენება არ მიგიციათ.

– მე მქონდა ამის შემდეგ გამომძიებელთან შეხვედრა და ვკითხე მას: მე თქვენ გითხარით, რომ ჩემს დას ჰყავდა საყვარელი? მან ასე მითხრა:  თქვენ მითხარით, რომ ერთხელ დაინახეთ „ლუკოილთან“ ორივე, რომ რაღაცას ლაპარაკობდნენ. ეს იმას არ ნიშნავს, რომ მე ვამტკიცებ იმას, რომ ის მართლა მაგდას „ბოიფრენდია“. ჩემი და ამას არ დამიმალავდა, ჯერ ჩემს სიძეს ეს არ გამოეპარებოდა, იმიტომ, რომ ჩემი დის ტელეფონი სულ ჩემს სიძესთან იყო და მის „ფეისბუქს“ განაგებდა. აუცილებლად მინდა ხალხმა გაიგოს, რომ ის ფოტოები, რომლებიც გასაჯაროვდა, ისინი  მაგდას ჰქონდა დახურული. ომარიმ (მაგდას დაღუპული მეუღლე) მაგდას უთხრა, რომ შემთხვევით „ფეისბუქზე“ სურათები საჯარო გახადა. მაშინ გამოჩნდა ყველასთვის, არამეგობრებისთვის ეს ფოტოები. ამის შემდეგ 2 დღეში დაიღუპა ჩემი სიძე და ჩემი დაც წაიყვანეს.

დედათქვენმა თქვა, რომ ომარისა და ოთარ ბერძენიშვილს შორის უსიამოვნება იყო. რა ინფორმაცია გაქვთ ამაზე?

ვიცი, რომ სიკვდილამდე ცოტა ხნით ადრე დიდი ჩხუბი მოუვიდათ…

– რატომ?

– ვიცი, რომ ომარის სერიოზული დაპირისპირება ჰქონდა ოთარ ბერძენიშვილის მეგობრების წრესთან.

– ხომ არ ეხება ეს მაგდას? იყო ნათქვამი, რომ ოთარს მაგდა მოსწონდა.

– ნამდვილად არ ვიცი, შეიძლება რამე გამოაშკარავდა. შეიძლება დასდევდა ან რაღაცა. ჩემს ჩვენებაში წერია, ერთადერთი, რაც დაზუსტებით მომეწონა, რაც მართლა სიმართლე იყო. მე ვუთხარი, რომ შენ თუ ვინმეს მოსწონხარ, მაინც შეიკავე თავი. შეიძლება სულ სუფთა ხარ… მაგრამ ომარი მაინც ვერ მოზომავდა…

– რა იცით ოთარ ბერძენიშვილზე, სად არის ახლა?

– არ ვიცი, სადღაც მონასტერშია. მე მინდოდა მასთან დაკავშირება.

– ვერ დაუკავშირდით?

– რას ლაპარაკობთ?! მთელმა მისმა სანათესაომ დამბლოკა სოციალურ ქსელში. უბრალოდ კითხვა გამიჩნდა. ამხელა საშინელება მოხდა და იწოდები, როგორც ჩემი დის მეგობარ ბიჭად. მე და ვარ, ერთ-ერთი დაზარალებული და მინდა უბრალოდ, გკითხო, ოთო, რამე გამაგებინე, რატომ გარბიხარ? ჩვენ ხომ არ გვინდა გაქცევა და არსად გავრბივართ. გამოვიდა პროკურორი და თქვა, რომ სადაც უნდა იქ წავაო. მესმის, მაგრამ ასე გაქრობაც ხომ არ შეიძლება?

– რაც შეეხება ზარს, თქვენ ამბობთ, რომ მკვლელობის ღამეს მისი ზარია შესული პირველი პოლიციაში

– კი, დედაჩემს უთხრა პროკურორმა.

– რას ეჭვობთ, რატომ შეიძლებოდა პირველი მისი ზარი შესულიყო?

– არ ვიცი რატომ შეიძლებოდა. მაგდამ დაინახა, მე როცა საპატრულოს მივყავდი, უბანთან იდგა მანქანასთან და თვალი გამომაყოლაო.

– ხომ არ შეიძლება ეგ მანქანა ის იყოს, მკვლელობის ღამეს ურნასთან რომ დააფიქსირეს?

– არა, არა. ის სხვა მანქანა იყო.

– რა დაზიანებები აქვს ომარ ქაფიანიძის ცხედარს?

– თუ ამბობენ, რომ ხელებით გამოათრია, მაშინ არ უნდა იწვეს ისე უცნაურად გარეთ. სახე დაჩეხილი, თავიც, ნახევარი ყური არ ჰქონდა, თითები დამტვრეული, ბეჭებიც და გულის ფიცარი დაზიანებული, წვივიც დაზიანებული. ლამის გავგიჟდი, როცა ცხედარს დავხედე, ნახევარი ყური არ ჰქონდა, ათლილი ჰქონდა.

– რაც შეეხება ბავშვს, 5 საათი იყო განსხვავება ომარისა და ბავშვის გარდაცვალებას შორის. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბავშვი ჯერ კიდევ ცოცხალი იყო და მაგდა ეცადა, რომ ის საავადმყოფოში წაეყვანა.

– მისმა მეზობლებმა მითხრეს, რომ ბავშვი საავადმყოფო „ლანცეტში“ მაგდას წაუყვანია. მათ ასევე თქვეს, რომ მკვლელობის შემთხვევა მაგდას განწირული კივილით შევიტყვეთო. სხვები კი ამბობდნენ, რომ კივილი არ გაგვიგიაო, როცა პირველივე დღეს მთელი უბანი მეუბნებოდა, რომ მაგდას კივილმა გაგვაღვიძაო.

– ახლა თუ შეხვედრიხართ ომარის ოჯახის წევრებს, რას გეუბნებიან, ისინი მაგდას ადანაშაულებენ?

– თვითონ დედამთილი ამბობს, წეღან მოვისმინე, რომ მინდა გავიგო ნამდვილი მკვლელი ვინ არისო. რომ გამართლდეს, მერე რას შვებიან?! ამ სახელს რას უშვებიან? მაგდამ დაწერა განცხადება, რომ ბავშვის ცხედარი ეჩვენებინათ. თავად დედამთილს ერთი ცრემლი არ ჰქონდა გადმოგდებული, ძალიან უცნაურად მომეჩვენა.

– ბავშვი რა მდგომარეობაში იპოვეს?

– აცვია არასათანადოდ, წლოვანებასთან შეუფერებელი ტანსაცმელი. რაც შეეხება ფეხსაცმელს, ბავშვს აცვია ფეხზე ე.წ. „უგები“. მამა-შვილის ქურთუკები ურნაში იყო ჩაყრილი. მაგდა იხსენებს, რომ გამოვედი ვტაცე ბავშვს ხელი და მანქანის სავარძელზე დავსვი, მეკონტაქტებოდაო. არ სჯეროდა, რომ ბავშვი ცოცხალი არ იყო.

– შემდეგ რა ხდება?

– შემდეგ მაგდა კარგავს გონებას, ერთ-ერთი მეზობელი ყვება, რომ ერთი აქეთ ესვენა, ერთი იქით და მაგდა იქით გულწასული ეგდოო. მაგდა ამბობს, რომ შემდეგ გონება გაეთიშა და ჩაიკეცა. ომარის, რომ მივედი თავი ვერ ავაწევინე ისეთი გამაგრებული იყო ცხედარიო. სახეზე როცა დავარტყი მაშინ ამყვა ეს სისხლი, ხელზე გადმომივიდაო.

–  ჩანაწერებს რაც შეეხება? დედამთილმა რა ჩანაწერი იპოვა?

– დედამთილმა თვენახევრის შემდეგ დაურეკა დედაჩემს და უთხრა, რომ მე შენი შვილის წინააღმდეგ სარჩელს შევიტანო. მან უთხრა, რომ დღიური ვიპოვე, ტელევიზორზე იდოო. ახლა, ჩნდება კითხვა, მაგდას ჰქონდა პლაზმური ტელევიზორი, იქ არ დაიდებოდა. ეს ერთი ამხელა ტყუილი, ანუ გამოდის, რომ რადგან მას ძველებური ტელევიზორი ჰქონდა თავის ოთახში, ანუ იქ იპოვა? დავუპირისპირდი მე ლილის და ვკითხე, სად იპოვე-მეთქი და 2 დღეში ვხედავ ჩვენება შეცვლილი აქვს და წერია, რომ ზღაპრების წიგნში ვიპოვეო. ეს წიგნი კი გამქრალი იყო და ჩაგდებული ნაგვის ურნაში.

– ეჭვი ვისზე გაქვთ ამ ჩანაწერებთან დაკავშირებით?

– ძალიან მიმსგავსებულია. მე მაგდას ჩანაწერები მაქვს სახლში. მაგდას ნაწერს ვცნობ. მას არ აქვს ლამაზი ნაწერი, ძალიან ცუდი კალიგრაფია აქვს. ვერ აბამდა ასოებს. იქ კი სულ გაკრული ხელით წერია. მე შემიძლია მაგდას ჩანაწერები მოვიტანო. სულ სხვა ნაწერია იქ. მაგდა გაგიჟებულია, რატომ დავწერდიო.

 – ომარი იყო ძალოვანი სტრუქტურიდან? თქვენ საუბრობდით, რომ მას და მის ოჯახს ძალიან დიდი ზურგი აქვთ…

– კი, ის სპეცრაზმელი იყო, სნაიპერიც იყო, ასმეთაური იყო ბოლოს. მე არ მყავს დაცვა, ჩემი სამართალი არის უფალი. მამა დამეღუპა. კი, მთელი ოჯახი ფეხზე ვდგავართ. ისეთი სანათესაო მყავს, ვინ რას გამიჭირვებს. ჩემს დას ციხეში არაფერი მოკლებია, ისე აცხოვრებენ იქ. ქმრის ოჯახმა ყველაფერი დამიმალა, 1 000-ობით ლარის ბეწვეულია გამქრალი, სათვალეების, საათების, ჩანთების კოლექცია. ამაზე მე შემიძლია საჩივარი დავწერო. ყველაფერი მოპარეს აბსოლუტურად და გამომატანეს ზაფხულის რაღაც მაიმუნური მაისურები. მაგდას ვერაფერს ვუგზავნიდი ციხეში. რა საქციელია ეს?

ვამბობ, ასეთ სიტყვებს, ეს ამბავი რომ მომხდარიყო ჩემს ოჯახში და ჩემი და და ბავშვი დაღუპულიყვნენ, ხელს კი ომარს რომ ადებდნენ, ერთი წუთითაც არ გავწირავდი მას.  ასე მე ჩემს სიძეს არ გადავუვლიდი, მიუხედავად იმისა, რომ შეიძლება რაიმე ეჭვები მქონოდა. კარგად გაიხსენოს, ლილიმ რა მითხრა – კიდევ კარგი მაგდაც არ მოგვიკლეს და მოძებნე ინსულინი, მიუტანე გამომძიებლებსო. თვენახევრის შემდეგ თქვა, რომ იპოვა ჩანაწერი.

– ომარის ძმას რაც შეეხება, რას ამბობს?

– ომარის ძმას წლები აქვს მოხდილი ციხეში. მაგდა რამდენიმე წელი უვლიდა იქ.

– რატომ, რაში იყო ბრალდებული?

– ყაჩაღობაზე იყო თუ არ ვცდები. მისი სამეგობრო წრეც წესიერი ცხოვრებით არ გამოირჩევა.

– საბოლოო ჯამში, ვისზე გაქვთ ეჭვი? თქვენც და დედათქვენიც ამბობდით, რომ ეს კაცის ჩადენილია. თავად მაგდა რას ამბობს, ვინმეზე ეჭვი მას თავად აქვს?

– ფიზიკურად ვერ შეძლებდა ჩემი და. კაცის ძალა უნდა, თითებს ვერ დაუმტვრევდა მაგდა ჩემს სიძეს, გულის ფიცარს ვერ ჩაუმტვრევდა და ა.შ. ყველაფერს თავი რომ დავანებოთ, ჩემს დას დაზიანებები არ აღმოაჩნდა. რაღაც ხომ უნდა ჰქონდეს თუ მან ეს ჩაიდინა? სუფთა იყო ის. ომარის ნაკაწრები ჰქონდა, მაგდას ფრჩხილებზე დნმ აუღეს და არ აღმოჩნდა ომარისი. განა მე მკვლელს ვაფარებ ხელს? მე აქ ჩემი თორნიკე მომიკვდა, ჩემი ხელით გაზრდილი.

– როგორ არის მაგდა ციხეში, თქვენ რა იცით?

– ყურადღების ქვეშაა, მეთვალყურეობის ქვეშ არის. ფაქტობრივად, ექიმს მის ოთახში სძინავსო, მეუბნებიან. ბადრაგები ვეფერებით, იმდენად თბილი გოგოაო, ციხის ფსიქოლოგებს უთქვამთ. შვილმკვდარი გოგოა და არანაირი აგრესია არ გამოუჩენია, ძალიან თბილი გოგოა, მოწესრიგებულია და წესიერიო. არ ეწეოდა, არ სვამდა, ვარჯიშობდა, ჩემი და არის თითით საჩვენებელი გოგო. მინდა მივმართო საზოგადოებას, თავი შეიკავოს აგრესიისგან. ყველანი დედები ვართ. არავის აქვს უფლება მაგდას ცხოვრება განიკითხოს. ის უწესიერესი გოგოა და უსუფთავესი წარსული აქვს. თვითონ ციხიდანაც გამოვიდა ამბავი, რომ მკვლელი რომ იყოს, სურათებს არ დაილაგებდაო. ბავშვის ტანსაცმელი აქვს დალაგებული, მისი სურათები გაკრული, ეფერება, ეხუტება, იქ თურმე ჩაუხუტებია საბანი და აძინებს. მერე თურმე ღამით ეუბნება ომარის, რომ არ გამიღვიძო ბავშვი, ჩუმად იძინეო. მკვლელი გოგოები უნახავთ ციხეში, თურმე ელანდებათ მოკლულები და კივიან ციხეში. ეს მშვიდად არის, იმიტომ, რომ მას ეს არ გაუკეთებია. ლოცვებს კითხულობს. მამაო ყოფილა შესული მასთან. მაგდა ამბობდა, რომ მამაომ დამიჯინა გვერდით და თავის ხელით მაჭამაო. ღამეც იქ დარჩენილა. მაგდამ თქვა, რომ გიჟებივით არიან, თავს დამტრიალებენ, გვერდით კამერებიდან გოგოები სულ მამხნევებენო. თუ ოდნავ ჩავახველე, ეგრევე მოვარდებიან კედელთან და მიკაკუნებენ, ხომ არაფერი გინდაო. ლოცულობს ციხეში, თავისი ჩანაწერები აქვს, ლექსებსაც წერს.

ნინო ცხადაია

იტვირთბა....