ვიკილიქსი USAID-სა და ამერიკელ მილიარდერ ჯორჯ სოროსს რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის წინააღმდეგ შეთქმულებაში ადანაშაულებს.
ვიკილიქსი ამტკიცებს, რომ USAID-მა და ჯორჯ სოროსმა, ორგანიზებული დანაშაულისა და კორუფციის გაშუქების პროექტის (OCCRP) გამოყენებით, დააფინანსეს Panama Papers-ის მასალის გამოქვეყნება.
Russia Today-ის ინფორმაციით, პუტინზე თავდასხმა აშშ-ს განვინარების სააგენტოსა (USAID) და სორორის დაფინანსებით მოხდა. გასულ წელს რუსეთში სოროსის მიერ დაფუძნებული “ფონდი ღია საზოგადოება” აიკრძალა, რუსული ტელეარხი სოროსის ქმედებას ამითაც ხსნის.
აღსანიშნავია, რომ პუტინმა დღეს Panama Papers-ზე პირველი კომენტარი გააკეთა, სადაც უარყო ოფშორულ ზონაში რეგისტრირებულ კომპანიებთან კავშირი.
შეგახსენებთ, ჟურნალისტური გამოძიება, რომელიც მრავალი საჯარო მოხელის დაურეგისტრირებელ ქონებას ეხებოდა, დღესაც ძალიან აქტუალურია მსოფლიო მედიაში. ე.წ პანამური ფურცლების გამო გუშინ ისლანდიის პრემიერ-მინისტრი გადადგა.