ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა საზოგადოება

ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილის განცხადებით, სასამართლოსთან საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და გაყოლა მოსთხოვეს

ბიზნესმენ ირაკლი პაპიაშვილს სასამართლოს გადაწყვეტილების შემდეგ, ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლები დახვდნენ და გაყოლა მოსთხოვეს. როგორც პაპიაშვილმა განაცხადა, ის ადვოკატის გარეშე არსად გაყოლას არ აპირებს.

პაპიაშვილის თქმით ის ვარაუდობს, რომ მის სახლში ჩხრეკა მიმდინარეობს, რადგან მისი ოჯახის წევრები ზარებს არ პასუხობენ.

შეგახსენებთ, რომ ცოტა ხნის წინ დიდი ოდენობით თანხების მართლსაწინააღმდეგო მითვისების ფაქტზე ბრალდებულ ბიზნესმენს, გიორგი ჩიკვაიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული 50 000-ლარიანი გირაო პატიმრობით შეეცვალა, ხოლო ირაკლი პაპიაშვილისთვის  შეფარდებული გირაო ძალაში დარჩა.

იტვირთბა....