ახალი ამბები მთავარი მსოფლიო

აზერბაიჯანი ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოდის

აზერბაიჯანი მთიან ყარაბაღში ფრონტის ხაზიდან ჯარების გაყვანის ინიციატივით გამოდის. განცხადება ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ელმარ მამედიაროვმა რუს კოლეგასთან გამართული შეხვედრის დროს გააკეთა.

მამედიაროვის თქმით, სამხედროები უმოკლეს ვადაში უნდა დაბრუნდნენ ყაზარმებში, რადგან კრიზისიდან გამოსვლის გაჭიანურება ყოველდღიურად ახალ მსხვერპლს იწვევს.

აზერბაიჯანი და არაღიარებული მთიანი ყარაბაღი ერთმანეთს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების დარღვევაში ამ დრომდე ადანაშაულებენ.

რეგიონში შექმნილი ვითარების გამო, რუსეთის პრემიერ-მინისტრი დიმიტრი მედვედევი დღეს და ხვალ სომხეთისა და აზერბაიჯანის ლიდერებთან გამართავს მოლაპარაკებებს.

იტვირთბა....