თევზის უგემრიელესი კერძის მოსამზადებლად, ბერძნული რეცეპტი -ს მიხედვით, დაგჭირდებათ:
500 გრ.თევზის ფილე, 2 ს/კ ლიმონის წვენი, 4 ს/კ ზეთი, 2 თავი ხახვი, 1 კბილი ნიორი, 2-3 პომიდორი ან 2 ს/კ ტომატ–პასტა, 2 ს/კ უკურკო ზეთის ხილი, 1 კონა მწვანილი, თეთრი პური შესაბრაწად, 2 ს/კ კარაქი, მარილი და პილპილი გემოვნებით.
მომზადების წესი:
80-100 გრამიან ნაჭრებად დაჭრილ თევზს მოაპკურეთ ლიმონის წვენი, მოაყარეთ მარილი და პილპილი.
ზეთში შეწვით დაჭრილი ხახვი და ნიორი, გადმოიღეთ და დარჩენილ ცხიმში შებრაწეთ თევზის ნაჭრები, მზა თევზს მოაყარეთ დაჭრილი მწვანილი, მოაწყეთ მრგვალად დაჭრილი პომიდორი და მოაყარეთ დაჭრილი ზეთის ხილი.
დაბრაწეთ კარაქში პურის ნაჭრები და მიიტანეთ თევზთან ერთად.
Kulinar.ge