ახალი ამბები მთავარი პოლიტიკა

გორის გამგებელი: მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს

სოფელ წინაგარაში დისლოცირებული რუსული სამხედრო ბაზის სიახლოვეს ხანძარი გაჩნდა. როგორც  გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი დავით ონიაშვილი აცხადებს,  ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე ხანძრის გავრცელება მოსალოდნელი არ არის:

„აღნიშნულ ტერიტორიაზე კონტროლს საქართველოს ცენტრალური ხელისუფლება თითქმის უკვე 8 წელია ვეღარ ახორციელებს. შესაბამისად, ჩვენთვის უცნობია, რა ფართობზეა ხანძარი. შორიდან რთულია იმის დანახვა, მიმდინარეობს თუ არა სალიკვიდაციო სამუშაოები. ამჟამად არსებული მდგომარეობით, ცეცხლის გავრცელება ქართული მხარის კონტროლირებად ტერიტორიაზე მოსალოდნელი არ არის. თუმცა ამის მიუხედავად, თხოვნის შემთხვევაში, მზად ვართ დახმარება აღმოვუჩინოთ ცხინვალის დე ფაქტო ხელისუფლების წარმომადგენლებს“, – განაცხადა დავით ონიაშვილმა.

იტვირთბა....